მთავრობამ წინასაარჩევნოდ გაზიფიკაციის ახალი გეგმა დაამტკიცა

ByOn.geGeorgia
0
საქართელოში გაზიფიკაციის გეგმის გაგრძელება მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაამტკიცა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ახალი გეგმის მიხედვით, 2022-2024 წლიდან დამატებით 211 დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული.
"ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წლიდან დაწყებული 90% გადააჭარბებს გაზიფიკაციის დონე საქართველოში. 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში უკვე გაზიფიცირდა ან უახლოეს თვეში დასრულდება სამუშაოები საქართველოს 324 დასახლებულ პუნქტში", — განაცხადა თურნავამ.
#News
ByOn.geGeorgia
0