აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 917-ით გაიზარდა
308 Views
Gode Marr
Tbilisi · 5 months ago

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 917 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დღემდე სულ 4 745 ადამიანია დაღუპული.

აღსანიშნავია, რომ ლეტალური შემთხვევების რაოდენობით აშშ-ს მხოლოდ იტალია და ესპანეთი უსწრებენ. ინფიცირებულთა რაოდენობით კი ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი და ირანი.


Gode Marr
Tbilisi · 5 months ago
53
Write a comment