130 ინფიცირებული - 23 გამოჯანმრთელებული

0
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 130-მდე გაიზარდა, აქედან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 260 მოქალაქე რჩება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
#news
#opinion
#politics
#photo
#კორონავირუსი
#კორონა
#დარჩისახლში
#coronavirus
#covid19
#stayathome
0