საქართველოში კორონავირუსისგანკიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„3 ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს, რომლებიც დღის განმავლობაში დატოვებენ კლინიკას. კომენდანტის საათია და დღის მეორე ნახევარში გაწერას ჩვენ ვეღარ ვახერხებთ.
საერთო ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.