კორონავირუსის მიუხედავად, ერთი თვის განმავლობაში რამდენი ტურისტი ეწვია გორს?
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტს სექტემბრის თვეში 2 743 ტურისტი ეწვია.
ამის შესახებ, ინფორმაციას გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, გორს 20 215 ვიზიტორი ეწვია, მათ შორის უმრავლესობა ქართველია, უცხოელი მხოლოდ 1 887.
თვეების მიხედვით, ტურისტთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
•ივნისი - 1 349 ;
•ივლისი - 2 731;
•აგვისტო - 3 392;
•სექტემბერი - 2 743.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ტურიზმი
#მოგზაურობა
#კორონავიურუსი
#შიდაქართლი
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა