ფიზიკური დაპირისპირება ჟურნალისტებს შორის

Tbilisi Daily

პრემიერ გახარიასთან ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღეს ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა სტუმრობა13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან, სადაც პრემიერმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ ტერიტორია დატოვა. მაესტროს პირდაპირ ეთერში კი დარჩა კადრი, რომელშიც ჩანს, რომ ერთმანეთს იმედის და პალიტრის ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ.