ამერიკაში მოღვაწე სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდგინდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140474 ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელით გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ კორონავირუსით მეორე სასულიერო პირი დაინფიცირდა. მისი თქმით, ამჯერად სპირიდონ ნარსიას დაუდგინდა კორონავირუსი, რომელიც ნიუ-იორკში მსახურობს. „სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენ ეპარქიაში, ნიუ-იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე მამა სპირიდონი“, - აღნიშავს მიმართვაში მეუფე საბა ინწკირველი. მეუფე საბა მოუწოდებს მრევლს, სახლიდან ილოცონ, ხოლო თავად ის ტაძრიდან ილოცებს მათთვის. „გადაივლის ეს განსაცდელი ჩვენზე, მაგრამ ეს განსაცდელი კიდევ ერთხელ მოგვცემს მაგალითს, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ და რა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ერთმანეთის წინაშე. პირველ რიგში სასულიერო პირების პასუხისმგებლობა თქვენდამი მსახურებაში გამოიხატება. ნებისმიერ განსაცდელს გადავიტანთ, თუ გვექნება პასუხისმგებლობა და ამა თუ იმ განსაცდელის დროს. ეს განსაცდელი არაერთი ქართველის ოჯახს შეეხო ჩრდილოეთ ამერიკაში. გთხოვთ, რომ დავდგეთ ერთმანეთის გვერდზე. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, რომ დამიკავშირდეთ, დაუკავშირდეთ სასულიერო პირებს და ჩვენ შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით. გითხარით, რომ პროდუქტის ნაწილი გვაქვს მარაგში, რომელიც საელჩომ ჩამოიტანა ჩვენთან და გთხოვთ, რომ გადასცეთ სხვებსაც, რომ გაგიწევთ დახმარებას“, - აღნიშნავს მეუფე საბა.
0