ავარიული დაზიანების გამო განთიადსა და მახინჯაურში წყალი გაითიშა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის წყლის'' ინფორმაციით,განთიადისა და მახინჯაურის ქსელის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ. მიზეზი ავარიული დაზიანებაა. მოსახლეობას წყლის მიწოდება ხვალ, 8 იანვარს დილით აღუდგებათ. ''წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.