საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ლაგოდეხის ფილიალში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია ხანდაზმულთა მხარდასაჭერად სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ ხანდაზმულებისთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.