გვაქვს ძალიან ფრთხილი, მაგრამ გარკვეული იმედები, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140477 არ მინდა ახლა საუბარი დღესასწაულებზე, რადგან ჯერ კიდევ სამი კვირაა იქამდე, ჩვენ გვაქვს ძალიან ფრთხილი, მაგრამ გარკვეული იმედები, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. “რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთან კომუნიკაცია არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი და დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ. მე არ მინდა ახლა საუბარი დღესასწაულებზე, რადგან ჯერ კიდევ სამი კვირაა იქამდე და ჩვენ გვაქვს გარკვეული იმედები და ვნახოთ. გვაქვს ძალიან ფრთხილი, მაგრამ გარკვეული იმედები, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი. ყველა შემთხვევაში, მე ვუყურებ, როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომაც - თუნდაც ის სტანდარტები, რომელსაც ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში, იყო აბსოლუტურად მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს, მაშინ როცა საშუალება არ არის ვიყოთ ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეზოში და კიდევ ბევრი რამე, მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი - გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. გავუფრთხილდეთ მეზობლებს, მეგობრებს, მშობლებს, შვილებს და იქ, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით, ეს გავაკეთოთ სახლში, ეს არის მთავრობის რეკომენდაცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თოთოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ” - განაცხადა გახარიამ.
0