როგორ შეიძლება, ვერ მოვითმინოთ ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური პლეიერის ყიდვა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140480 როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ვერ მოვითმინოთ ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური პლეიერის ყიდვა, ეს უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონლაინშესყიდვებზე საუბრის დროს განაცხადა. "ეს არის ის შეზღუდვები, რომელიც არის საჭირო დღეს და არის დროებითი. მეც ბევრმა ადამიანმა შემაწუხა ამასთან დაკავშირებით და მომმართა. იყო დასაბუთებული, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები, რომელსაც მივიღებთ, მაგრამ იყო, მაგალითად, "თუ მინდა ტელეფონის ან ნაუშნიკის ყიდვა"... როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ვერ მოვითმინოთ ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური პლეიერის ყიდვა, ეს უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია, ” - განაცხადა გახარიამ.
0