ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსი იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ პირები, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ეროვნული ბანკის ცნობით, ისინი სრულიად დისტანცირებულნი იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან. , , ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონა ვირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით, ” - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში. მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.
#ეროვნულიბანკი
#კორონავირუსი
#ინფიცირება
#tbilisidaily
0