პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ ამას შევასრულებ-ეზუგბაია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140482 პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ ამას შევასრულებ- ასე უპასუხა კითხვას, მოწოდება "დარჩი სახლში" უნდა შეეხოს თუ არა ყველას, მათ შორის მრევლსაც, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, "ტვ პირველის" ეთერში. “იცით რა, მე მოწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე. მრავალი წელია, ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას… პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ ამას შევასრულებ. იცით რა, ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე, მეტნაკლებად, თუ მორწმუნე ადამიანს სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს და სააღდგომო ლიტურგიას დაესწროს, თუ დაიცავს ყველა იმ წესებს, რაც მოწოდებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება. თუ დავიცავთ ყველაფერს, როგორც წესი და რიგია, "-განაცხადა ეზუგბაიამ.
0