ალექსანდრ ვენგი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს

0
რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე Shit Model Management-ის მიერ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მოდელი ოუენ მუნი დიზაინერ ალექსანდრ ვენგის მხრიდან მასზე სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაზე საუბრობდა. ამას მოჰყვა იმავე შინაარსის ანონიმური შეტყობინებების გამოქვეყნება, რომლებიც ვენგის მიმართ ბრალდებებს კიდევ უფრო ამძიმებდა. მალე ეს ამბავი სოციალურ ქსელებსა და მედიაში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვენგმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უსაფუძვლო და გროტესკულად ყალბ ბრალდებებს მიყენებენ. ეს საჩივრები არასწორად გაავრცელეს სოციალური მედიის იმ ანგარიშებმა, რომლებიც გამოუმჟაღვენებელი თუ ანონიმური წყაროებისგან მიწოდებულ ცილისმწამებლურ მასალებს აქვეყნებენ, ყოველგვარი მტკიცებულების ან გადამოწმების შესაძლებლობის გარეშე. ჩემ შესახებ სიმართლედ შერაცხული ამ ტყუილების მოსმენა აღმაშფოთებელია. არასდროს ვყოფილვარ აღწერილ საშინელ ქმედებებში ჩართული და არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი იმას, რასაც ამტკიცებენ. ვაპირებ, ამ ყველაფერს ბოლომდე მიყვე და პასუხი მოვთხოვო მას, ვინც ამ ბრალდებების წარმოშობაზე და ონლაინ მათ მანკიერად გავრცელებაზეა პასუხისმგებელი.“ არსებული ბრალდებების ფონზე, ვენგის მთელი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მოდის ინდუსტრიაში და არამარტო, საზოგადოების მხრიდან ასეთმა განცხადებებმა ერთ ღამეში არაერთი გავლენიანი ადამიანი გამოთიშა თავის საქმიანობის სფეროს. ალექსის შემთხვევაში ჯერ კიდევ რთულია იმის წინასწარ პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, მისი არაერთი ცნობილი მეგობარი და გავლენიანი გამოცემა, მათ შორის ვოგი, ამ საკითხზე ჯერ კიდევ დუმს.
0