თბილისში, ვერეს ხეობაში პოლიციამ მამაკაცის ცხედარი იპოვა. ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის.
 
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 
უწყების ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.
 
შსს ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
 
https://primetime.ge/tbilisshi-veres-kheobashi-politsiam-mamakatsis-tskhedari-ipova/