ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით მოთავსებულ ექიმს კვლევები უტარდება.
როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, აღნიშნულ შემთხვევაზე საუბარს მხოლოდ ანალიზების გაკეთების შემდგე შეძლებენ.
„მას მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული და მას არ განვიხილავ, როგორც დადასტურებულ შემთხვევას. ჩვენთან გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, ანუ PCR ტესტირება და თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული შემთხვევა. ამიტომ არ გეუბნებით, რომ დადასტურებულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#ექიმი
#tbilisidaily