აჭარის მაუწყებლის დირექტორის პირველ მოადგილედ ნიკა ჩხარტიშვილი დაინიშნა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პირველ მოადგილედ ნიკა ჩხარტიშვილი დაინიშნა. ჩხარტიშვილი აქამდე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე იყო. ამბობს, რომ შემოთავაზება მაუწყებლის დირექტორისგან მიიღოდა კონკრეტულ გეგმებს ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ დასახავს. ახალი მოადგილის მთავარი ხედვაა მაუწყებლის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი ოპტიმალურად იყოს გამოყენებული, რათა აჭარის მაუწყებელმა ყველა მოწყვლადი ჯგუფი მოიცვას და მეტად ყურებადი იყოს.