ამ ვითარებაში მთავრობა იცლის ტროლებზე ფულის დასახარჯად, აშავებს ოპოზიციას ყალბი ციტატებით-გაბაშვილი
Pirveliradio Ge
,,ევროპული საქართველოს" წევრი გოკა გაბაშვილი სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს წევრებზე გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. გაბაშვილის თქმით, ყალბ ამბებს ოპოზიციაზე მთავრობის "ტროლების ფაბრიკები" ავრცელებენ.
"ამ ვითარებაში მთავრობა იცლის თავის ტროლ ფაბრიკაზე ფულის სახარჯავად და ორგანიზებულად აშავებს ოპოზიციას გამოგონილი ნიუსებით და ყალბი ციტატებით. ამათ სიმდაბლეს ზღვარი არ აქვს. აი ესაა არსით რუსული პროპაგანდა in action. ახლა მაინც დაისვენეთ თქვე შობელძაღლებო,"- წერ გაბაშვილი.