ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს და მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140484 ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს იაკოვ ლიცმანს და მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Times of Israel იუწყება. როგორც მინისტრის აპარატში აცხადებენ, მინიოსტრი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ. 71 წლის იაკოვ ლიცმანი ისრაელის მთავრობაში ყველაზე ასაკოვანი მინისტრია. ამჟამად ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და მათ ექიმები აკვირდებიან. მინისტრი თავის მოვალეობებს დისტანციურ რეჟიმში შეასრულებს. ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით 6 092 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 25 კი გარდაიცვალა.
0