ალკოჰოლის მიღება Covid-19-სგან არ იცავს და შესაძლოა, საშიშიც კი იყოს - WHO

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140486 ალკოჰოლის მიღება Covid-19-სგან არ იცავს და შესაძლოა, საშიშიც კი იყოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის განცხადებით, ალკოჰოლის ხშირმა და გადაჭარბებულმა მიღებამ, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემების რისკი გაზარდო. ასევე ჯანმო-ს დირექტორი ტედროს ადანომ გებრაიესუსი​ ადამიანებს ურჩევს, რომ არ მოწიონ - "თუ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებით, მოწევას შეუძლია მწვავედ დაავადების რისკი გაზარდოს". ახალი ვირუსით მწვავედ დაავდების შემთხვევაში, ვირუსმა შესაძლოა ფილტვები იმდენად დააავადოს, რომ ადამიანს ჰაერის უკმარისობა დაეწყოს და მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა გახდეს საჭირო.
0