მარინა ეზუგბაიას განცხადებით, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძმე და კიტიკულია
2719 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცონო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ხუთი კრიტიკული პაციენტიდან ორის მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია.

„უცვლელი მდგომარეობაა, გვყავს 5 მძიმე ავადმყოფი, ორის მდგომარეობა კრიტიკული და ჯერ კიდევ არასტაბილურია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა მეორე დღეა, რაც დასტაბილურდა. თუ დღესაც ასე გაგრძელდება, შეიძლება ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად გადაილახა მათი მდგომარეობა და პროგნოზი და გამოჯანმრთელება შორს არ იქნება. ასევე, გვყავს სამი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელიც ალბათ, დღის განმავლობაში კლინიკას დატოვებს, რადგან უკვე „კომენდანტის საათია“ და დღის მეორე ნახევარში პაციენტების გაწერას ვეღარ ვახერხებთ.

ჯამში, ჩვენს კლინიკაში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში 19 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, დღეს დილიდან 9 პაციენტზეა ანალიზები აღებული, დანარჩენს დღის მეორე ნახევარში ვნახავთ“, - აცხადებს ეზუგბაია.

#კორონავირუსი #ინფიცირებული #ნარინაეზუგბაია #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
5
Write a comment