კორონავირუსის გამო ჩინეთში ხენანის პროვინციის ერთერთი დასახლება ჩაკეტეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140494 ჩინეთის ხენანის პროვინციის ქალაქ ფინტინშანის დაქვემდებარებაში მყოფი დასახლება ძია კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევების შემდეგ ჩაკეტეს. ძიაში 600 000 ადამიანი ცხოვრობს. ძიას მაცხოვრებლებს სახლების დატოვების უფლება არ აქვთ მანამ, სანამ ამის ნებართვა არ ექნებათ. ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო პერიოდია, ქვეყანაში ვირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები მინიმალურია და ახალი შემთხვევების უდიდესი ნაწილი უცხოეთიდან ჩამოსულ პირებზე მოდის. ჩინეთს აშშ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში, სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს. ამჟამინდელი მონაცემებით ახალი ვირუსით, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში, ვუხანში დეკემბერში გავრცელდა, 1 მილიარდ 368 მილიონიან ჩინეთში დაღუპულია 3 312 პირი, დადასტურებულია ვირუსით დაინფიცირების 81 554 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 76 238 პირი. ბოლო 24 საათში ჩინეთში ვირუსის 36 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვალება დადასტურდა.
0