ევროპიდან რეისს ნებართვა არ სჭირდება, მიმართონ იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას-გახარია
264 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140495

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თუ ვინმეს საქართველოს მოქალაქეების დახმარება სურს, ამისთვის მთავრობის ნებართვა არ სჭირდება. ამის შესახებ მან გადაცემა ღია ეთერში ისაუბრა.

"ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის ან ქვეყნის დახმარება სჭირდება, სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი. საჭიროა უბრალოდ, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ორგანიზდება ზუსტად ნახევარ საათში.

იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური კეკლუცობა და კანცელარიაში წერილები და რაღაც სისულელე ქაღალდები ვატაროთ, ყველას, ვისაც შეუძლია, ბიზნესმენი იქნება თუ პოლიტიკოსი, აქვს სურვილი, ჩვენს მოქალაქეებს მიეხმაროს, უბრალოდ, გამოაცხადონ, რომ ისინი აკეთებენ ამ რეისს, ამ ფრენას ნებისმიერი ქალაქიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ხალხის დასაბრუნებლად დახმარება შესთავაზა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ "მავნებლობას თავი დაანებოს".


Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago
2
Write a comment