დედამიწა ჩვენია ! ადამიანების !

0
ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ... ბედის ირონიაა ყველა ასე ვიწყებთ რამის თქმას და წერას. ბაბილონის გოდოლამდე ეპიზოდის არ იყოს ყველას თანაბრად გვესმის რეალობის საერთო სიმძაფრე თითქოს დეჟავიუ დაგვემართა, ყველა ერთ ენაზე ალაპარაკდა.... რასის, რელიგიური წარმომავლობის, კანის ფერის, განსხვავებული მსოფლმხედველობის, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებისთვის ერთი რამ საერთოა - ვირუსი რომელიც მოედო დედამიწას. დედამიწას რესტარტი სჭირდებოდა და ა, ბატონო გადატვირთვის რეჟიმში ვართ. ეს ამბავი თითქოს ყველას გვჭირდებოდა, ყოველდღიური რუტინიდან მაღლა, რომ აგვეხდა ... მსხვერპლი ... მსხვერპლი დიდია ? წლების მერე დაიდება 2020 სტატისტიკა, შეუერთდება ციფრები გასული წლების , , სხვა ჭირების " სტატისტიკას... მძიმე მაჩვენებელი შიშს მოგვგვრის... ჩვენ მარსზე ავედით, კოსმოსში წავიმღერეთ, ინტერნეტი გამოვიგონეთ, ვარსკვლავებს ტელესკოპით ავხედეთ... ჩვენ, სწორედ ადამიანები ვართ სამყაროს გამომგონებლები... საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვისი სიცოცხლის გადარჩენა სანამ შეგვიძლია, სანამ პურის და წყლის უსასყიდლოდ ჩუქება შეგვიძლია, სანამ უკანასკნელი კაპიკების სხვისი დახმარების ფონდში გადარიცხვა შეგვიძლია. სანამ უბედურების მოახლოებისას ერთმანეთისთვის ხელის ჩაჭიდება შეგვიძლია, სანამ ინსტიქტურად შეგვიძლია წაქცეულის ფეხზე წამოყენებაში ხელის გაწვდენა... არ გადავშენდებით... დედამიწა ადამიანებს ეკუთვნით... აქაურობა ჩვენია... გვაპატიებს დედამიწა ბრაკონიერობას, გვაპატიებს ოკეანეში, რომ ნავთობი ჩაგვეღვარა, გვაპატიებს... გვაპატიებს ცაზე ათასჯერ გამოსახული ცისარტყელა, რომ ვერ შევამჩნიეთ - იმიტომ რომ არ , , გვეცალა" ცაში ახედვა... სამაგიეროდ როცა ახლა , ძალიან მალე ცაზე ცისარტყელა გამოისახება , ჩვენ დედამიწელები ყველაზე მძაფრად შევიგრძნობთ ცისარტყელის ყველა-ფერს... ???❤️
0