ზაზა გახელაძე ოჯახს შეხვდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მყოფ ზაზა გახელაძეს, მამა, მეუღლე და შვილები შეხვდნენ. უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძის მეუღლის ინფორმაციით , ზაზა გახელაძე „წითელი ჯვრის“ დახმარებით ნახეს. ამბობს, რომზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჭრილობა აღარ აწუხებს, ასევე არ ხდება საპყრობილეში მისი ეთნიკური ნიშნით ზეწოლა . 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპში სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს,მას12 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.