ბელარუსში აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაცივალა

Pirveliradio Ge

ბელარუსში აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაცივალა. 43 წლის გენადი შუტოვი მინსკში, სამხედრო ჰოსპიტალში, თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობას მკურნალობდა, თუმცა უშედეგოდ. Tut.by, რომელიც გარდაცვლილის ახლობლებს ეყრდნობა, იტყობინება, რომ შუტოვი ქალაქ ბრესტში, აქციაზე დაჭრეს. მიტინგის შემდეგ ორი დღის განმავლობაში მას ახლობლები ვერ პოულობდნენ. ბრესტიდან მინსკში ის ვერტმფრენით გადაიყვანეს. გასულ პერიოდში ბელარუსის შსს იტყობინებოდა, რომ 11 აგვისტოს ბრესტში, მათივე მტკიცებით, მომიტინგეებისგან თავის დასაცავად, მილიციამ ცეცხლი გახსნა. ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ეს მეოთხე მსხვერპლია. მასობრივი პროტესტი ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ არჩევნებს მოჰყვა, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.