ორი პირი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
Zugdidi Daily
პოლიციამ ზუგდიდში, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ. გამოძალვის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა.
ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ.
სამართალდამცველებმა ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#ზუგდიდი #ცხელკვალზედაკავება #დამნაშავეები #სამართალდამცავები #zugdididaily