"ქართული მხარის მიერ არაერთხელ მოხდა დახმარების შეთავაზება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას კვლავ სთავაზობს", - აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გალის რაიონში 5 იანვრის დღის მეორე ნახევარში გაჩენილი ხანძრის კერები ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია.
დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გალის, გუდაუთისა და ტყვარჩელის რაიონებში. ბოლო ინფორმაციით, ხანძარი მძვივარებს გუდაუთაში.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის, ალხას კირთბაიას თქმით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საჭიროა სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც უწყებას არ გააჩნია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა