შესაძლოა, ვითარება ყოველდღე შეიცვალოს, ამიტომ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ - ხუნდაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140503 შესაძლოა, ვითარება ყოველდღე შეიცვალოს, ამიტომ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ყველა შესაძლო სცენარს განვიხილავთ და მის რევიზიას მოვახდენთ. ამ ეტაპზე მივდივართ რბილი სცენარით. დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა 130 გახდა. ეს ყოველდღე მატებადი იქნება, მაგრამ საბედნიეროდ, არ გვყავს არც ერთი გარდაცვლილი. ზოგადად, გლობალურ ეპიდ ვითარებასთან შედარებით, მივდივართ სასურველი, რბილი ეპიდ სცენარით, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ თვითკმაყოფილებას მივეცეთ. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო, მათშორის, ურთულესი სცენარიც, რადგან ეპიდ ვითარება, ეპიდემიოლოგიური ხასიათი ფეთქებადსაშიშია. შესაძლოა, ვითარება ყოველდღე შეიცვალოს, ამიტომ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ხუნდაძემ. მან ასევე კომუნალური გადასახადების დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ „პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის“. „ოპონენტებს ვურჩევდი, რომ ეს არ იყოს კრიტიკა კრიტიკისთვის და არ იყოს პოლიტიკური კეკლუცობის საგანი. დახმარება არის ის, რასაც დღეს აჟღერებს ხელისუფლება, მმართველი გუნდი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
0