http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140505
კომენდანტის საათის დარღვევის გამო ზუგდიდის 20 – მდე მოქალაქე დაჯარიმდა, – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„მოვუწოდებ მოქალაქეებს დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული წესები და დავემორჩილოთ წესრიგს რამეთუ საჯარიმო სანქციები ძალიან დიდია და მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენი მოქალაქეების ბიუჯეტს“, – განაცხადა მერმა.
მისივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განთასებულია 7 ბლოკ- პოსტი, სადაც ხორციელდება მოქალაქეთა თერმოსკრინიგნი და მათი გადაადგილების კონტროლი.