ლევან რატიანის განცხადება კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის შესახებ

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთან ამ ეტაპზე სულ 69 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 22 არის კორონავირუსით ინფიცირებული. „რაც შეეხება პაციენტების მდგომარებას, ყველაზე კრიტიკული პაციენტი, არა მძიმე, არამედ კრიტიკული, იყო გადმოყვანილი ჩვენს კლინიკაში ბოლნისიდან, მარნეულის წითელი ზონიდან, პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, დადასტურებული კოვიდინფექციით. კლინიკურად ანამნეზური მდგომარებით სახეზე იყო მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, ავტოკორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა. მოთავსებული იყო კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში, ფასდებოდა ექიმების მიერ როგორც უკიდურესად მძიმე. ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მკვეთრი დადებითი დინამიკაა, მოხსნილია აპარატურული სუნთქვიდან, კონტაქური და ადეკვატურია, რამდენიმე საათი დაყოვნდება კრიტიკული მედიცინის ცენტრში და ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#ლევანრატიანი
#tbilisidaily
0