12 votes
0 comments
0 shares
Save
314 views
თამარ ლომიძე
Tbilisi · 3 months ago
#photo

ჟინვალის წყალსაცავი


თამარ ლომიძე
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mariam Abashidze
Tbilisi · 8 months ago
ჟინვალის წყალსაცავი🍁💛🧡
Helios Scown
Tbilisi · 1 year ago
ჟინვალის წყალსაცავი 😊
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
10 აუცილებლად სანახავი ადგილი რაჭაში
ზაფხული ახლოვდება და მინდა ყოველდღიურად შემოგთავაზოთ საქართველოს სხვა და სხვა კუთხის,სხვა და სხვა აუცილებლად სანახავი ადგილი. რაღა თქმა უნდა,პირველი რაჭით დავიწყებ და ჩამოგითვლთ ათ აუცილებლად სანახავ ადგილს რაჭაში 1.ღები 2.ნიკორწმინდა 3.შაორის წყალსაცავი 4.ბარაკონის ღვთისმშბლის ეკლესია 5.საყინულე 6.მინდაციხე 7.შოვი 8.უძირო ტბა 9.ქვაბთკარი 10.მრავალძალი #goodplaces #goodvibes #opinion #art #photo #journey #racha #spendyoursummeringeorgia #georgia
გიორგი ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
სიონის წყალსაცავში დამალული ეკლესია
დფევანდელი სიონის წყალსაცავის ტერიტორიაზე მი აგებამდდ იყო სოფელი ესნსოფელი დაიცალა რადგან წყალსაცავი უნდა აეგოთ, ხოლო მაცხოვრის ეკლესია რომელიც ბორცვზე იდგა დღესაც ჩანს როდესაც წყლის დონე დაბლა იწევს ... მე ვერ ვნახე მაგრამ ასე მომიყვნენ იქაურები #goodplaces #politics #opinion #art #photo #religion
თამარ ლომიძე
Tbilisi · 3 months ago
#photo ჯუთა,ჭაუხი
ტური საქართველოში
Tbilisi · 2 weeks ago
ანანურის კომპლექსი
ანანურის ციხის კომპლექსი — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში, ზღვის დონიდან 900 მეტრზე. წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან — თერგი-არაგვის ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, დუშეთის გავლით მომავალი მთავარი გზები. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები; ისტორია ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც. ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა ხევსურული კოშკი, რომელიც ზედა ციხის ცენტრშია მოქცეული. იგი XIV საუკუნით თარიღდება. ზ ე დ ა ც ი ხ ე (ციტადელი) XVI-XVII სს-შია აგებული, ხოლო ქ ვ ე დ ა ც ი ხ ე - მოგვიანებით, XVIII ს-ში. მთავარი ნაგებობის - ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მისი სამხრეთი ფასადის მარცხენა ნაწილის ვრცელი წარწერა, რომლის მიხედვით, ტაძარი 1689 წელს, ბარძიმ მდივანბეგის დაკვეთით აუგია ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს. ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში მდგარი ღვთაების ეკლესია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის I ნახევარშია აშენებული. მისი სალხინობლის წარწერა გვაუწყებს, რომ ’’ესე გუმბათი” (სალხინობელი) 1674 წელს აუგია ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს უდროოდ გარდაცვლილი სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთვისშვილს. 1743 წელს მეფე თეიმურაზ II-მ საერისთავო გააუქმა და ანანური მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ამიერიდან ის მეფის მოხელეთა რეზიდენცია გახდა. 1786 წელს ანანურის მიმდებარე ტერიტორია - სოფელი დაღესტნის ხანმა ომარმა ააოხრა. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის ამ დროს, ”მცირე ქალაქს” წარმოადგენდა, რომელშიც 100 კომლი ცხოვრობდა. 1791 წლის ერეკლე II-ის მიერ ძეთათვის დაწერილ განწესებაში ანანურის ციხე შვიდ უძლიერეს ციხეს შორის არის მოხსენიებული. მხცოვანმა მეფემ კრწანისის ველზე უთანასწორო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ამ ციხეს შეაფარა თავი. სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობამ ამ პუნქტში ვაჭრობის განვითარება განაპირობა. აქ სამეფო საბაჟოც ყოფილა. განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, მაუდის წარმოება. XVIII საუკუნის II ნახევარში აქ ყოფილა სამეფო სამღებრო. XIX ს-ის I ნახევარში იოანე ბატონიშვილმა ანანურს ”ყასაბა ქალაქი” უწოდა. 1803-21 წლებში ანანური სამაზრო ცენტრი იყო. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს ის რუსეთის ჯარებს გადაუწვავთ.
ტური საქართველოში
Tbilisi · 3 weeks ago
მრავალწყაროს ფერადი მთების შესახებ
მრავალწყაროს ფერადი მთები კახეთში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ნახევარ უდაბნოს ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 500-550 მეტრზე. იგი წარმოადგენს ვრცელი ბორცვების, ზეგნებისა და ციცაბოფერდობებიანი ცალკეული მაღლობების მშრალ ტერიტორიას, მწირი მცენარეულობით. "ფერადი მთები” მას აქ გავრცელებული სხვადასხვა ფერის დანალექი ქანების გამო ეწოდა. აფერადებული, დაზოლილი მთები საოცრად შთამბეჭდავ და ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზეს გარემოში მოქცეული, ლურჯად მოლივლივე მრავალწყაროს წყალსაცავი და უძველესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი - მრავალწყაროს მონასტერი. მრავალწყაროს ფერადი მთები საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია და უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. ეს ადგილი ყველა სეზონზე ლამაზია, თუმცა გაზაფხულზე განსაკუთრებით, როდესაც ქანების მრავალფეროვნებას ახლადამოსული ბალახის ხასხასა სიმწვანეც უერთდება და უფრო ცოცხალ და კონტრასტულ ელფერს სძენს გარემოს.
ტური საქართველოში
Tbilisi · 2 weeks ago
ატენის ციხე
ატენის ციხე შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირზე, სოფელ ატენთან, მაღალი მთის ქიმზე დგას. ციხეს ერთ მხარეს საცივისხევი ჩამოუდის, მეორე მხარეს კი - აბანოსხევი. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება და ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა ძირითადად ორი მონაკვეთისგან შედგება. ჩრდილოეთის მონაკვეთი შედარებით პატარაა, დიდი და მთავარი მონაკვეთი სამხრეთით მდებარეობს. გალავანი ბურჯებითაა გამაგრებული. გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვა ნაგებობებია განთავსებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ციხე დიდი ზომის არ არის, თუმცა ძნელად მისადგომია. იგი შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ გზას იცავდა. 1920 წელს, მიწისძვრის დროს ძეგლი ძალიან დაზიანდა და მისი გეგმისა და მასების თავდაპირველი სახის დადგენა შეუძლებელია.
Margarett Sichinava
Tbilisi · 1 year ago
ალგეთის წყალსაცავი 💦 თბილისთან ახლოს, ძალიან სასიამოვნო გზა, ლამაზი ბუნება. სიმშვიდე, სიწყნარე. კარგი ადგილი 1 დღიანი გასვლისთვის. მომეწონა ❤