ამ პოსტში მოკლედ მოგითხრობთ ნიცშეს შემოქმედების კიდევ ერთი ნამუშევრის “კეთილს და ბოროტს მიღმა” შესახებ.
ნიცშე იწყებს პროვოკაციული შეკითხვით „დავუშვათ, ჭეშმარიტება ქალია – შემდეგ რა მოხდება?“. შემდეგ ჭეშმარიტება უნდა მოვთაფლოთ და ვეპირფეროთ და არა ვესწრაფოთ ზოგიერთი ფილოსოფოსის დოგმების დახმარებით. მაშინ, როცა ფილოსოფიამ უნდა გადალახოს დოგმატური ფიქრი, მან (ფილოსოფიამ) მოამარაგა ჩვენი კულტურა დაძაბულობით, რომ ვესწრაფოთ რაღაც ახალსა და უკეთესს. ნიცშე ალაგებს ფილოსოფიის თანდაყოლილ რამდენიმე დოგმას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით: იდეების ორ, ერთმანეთის საპირისპიროდ, დაყოფა, როგორც ჭეშმარიტება და სიცრუე; „უეჭველი ჭეშმარიტებები“, როგორც დეკარტეს „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ და თავისუფალი ნების იდეა. ფილოსოფიას აინტერესებს არა ჭეშმარიტების ადექვატური შეასების ჩვენთვის მოწოდება, არამედ სხვადასხვა ფილოსოფოსების გონების ადექვატური შეფასება. ყველაფერს განაგებს ნება ძალაუფლებისკენ და ფილოსოფიაში, ვაწყდებით დიდ მოაზროვნეებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ნების დახმარებით მსოფლიოზე ზემოქმედება მოახდინონ და სხვები აიძულონ მსოფლიო დაინახონ ისე, როგორც თავად ამ ფილოსოფოსებს სურთ.
ნება ძალაუფლებისკენ არის ფუნდამენტური მამოძრავებელი ძალა მსოფლიოსი. ჭეშმარიტების, ფიქრისა და მორალს მიღმა არსებობს მისწრაფებები და ვნებები, რომლების შენიღბვასაც ვცდილობთ ობიექტურობით. ის, რასაც ვეძახით ჭეშმარიტებას, მაგალითად, არის გამოხატულება ჩვენი ნებისა ძალაუფლებისკენ, სადაც ჩვენ ვაცხადებთ ჩვენს კონკრეტულ პერსპექტივას რეალობაზე (სინამდვილეზე), რომელიც ობიექტურად და უნივერსალურ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია. საბოლოოდ, მთლიანი რეალობას უკეთესად გავიაზრებთ, თუ მას აღვიქვამთ, როგორც ნებების დაპირისპირებას. ნიცშე განადიდებს „თავისუფალ სულებს“, რომლებიც იბრძვიან საკუთარი თავის გასათავისუფებლად სხვების ცრურწმენებისგან და ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარ დასკვნებს. უფრო კონკრეტულად, ისინი იყურებიან მორალს მიღმა მსოფლმხედველობით, რომელიც სინჯავს ადამიანების მოტივებს, ამის ნაცვლად ისინი იყურებიან „დამატებითი მორალის“ მსოფლმხედველობით, რომელიც სინჯავს უგონო მისწრაფებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს გამოხატულ მოტივებს.
ნიცშე საკუთარი ხანის მახასიათებლად ესთეტიკურს ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე რელოგიურის. ის აცხადებს, რომ რელიგიურ სულს თან ახლავს შეწირვის მწადყოფნა, რომ დაამტკიცოს ძალაუფლება საკუთარი ტანჯვით. პრიმიტიულ საზოგადოებებში ხალხი მსხვერპლად სწირავს სხვებს მაშინ, როცა ადამიანები უფრო განვითარებული კულტურებისა თავს სწირავს ყველაფერზე უარის თქმით (self-denial). ქრისტიანები ერთი ნაბიჯით წინ წავიდნენ და მსხვერპლს ღმერთს სწირავენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ჯერ კიდევ ქრისტიანულად იწოდება, ნიცშეს მიხედვით, ღმერთის რწმენა მეცნიერების რწმენამ ჩაანაცვლა. ის გვაფრთხილებს, რომ მეცნიერების რწმენას ნიჰილიზმამდე მივყავართ.
#ფილოსოფია #ნიცშე #ბოროტი #კეთილი #გარჩევა #ანალიზი
Tbilisi
#ხელოვნება