"თბილისის მიკროავტობუსი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
Tbilisi Daily
"თბილისის მიკროავტობუსის" ფოსტაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას "თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახური ავრცელებს.
"დღეს დილით კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მოხდა ელექტრონულ ფოსტაში გარედან შეღწევა, რის საფუძველზეც რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია. "თბილისის მიკროავტობუსის" კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და მომხდარის შესახებ კომპანია შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც",-ნათქვამია თბილისის მიკროავტობუსის" განცხადება