რუსლან აბაშიძის საშობაო ინიციატივა

0
"შობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა." - ინფორმაციას აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის პრეს-ცენტრი ავრცელებს. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აფხაზეთის მთავრობამ წელს "ალილოს" საშობაო ნობათი ეკლესიას გადასცა. ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე. უწყების ცნობით, სადღესასწაულო შემოწირულობას ტაძრის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია მოგვიანებით ბენეფიციარებს გადასცემს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა
0