საბედნიეროდ, საქართველოში კორონავირუსი მხოლოდ ერთ მედპერსონას აქვს - იმნაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140528 საბედნიეროდ, საქართველოში კორონავირუსი მხოლოდ ერთ მედპერსონას აქვს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. კითხვაზე, ინფიცირებულია თუ არა ინგოროყვას კლინიკაში ექიმი და არის თუ არა ეს კლინიკა დახურული, იმნაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში აქამდე ცნობილი ერთი შემთხვევის გარდა, სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენელს კორონავირუსი არ დადასტურებია. „საბედნიეროდ, საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალი გვყავს მხოლოდ ერთი, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოს ყველა ის საავადმყოფო, სადაც იმყოფებიან „კოვიდიანი“ პაციენტები, რომ დაიხურონ, რადგანაც იქ არის „კოვიდიანი“ პაციენტი? ახლა ყველა დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს „კოვიდიანი“ პაციენტი, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, ყველა ეს სამედიცინო დაწესებულება უნდა დაიხუროს?! პირიქით, ახლა არის ჩვენი კოლეგების მუშაობის დრო და არსად, არც ერთ გაიდლაინში, პროტოკოლში წერია, რომ სამედიცინო პერსონალის კონტაქტი ინფიცირებულ, დადასტურებულ შემთხვევასთან არ ითვლება ჩვეულებრივ კონტაქტად. ის არის სამედიცინო პერსონალი, ის აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
0