სეს-ი აგრარული ბაზრების მონიტორინგს აწარმოებს

0
⚖? სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს ახორციელებენ. ✅ შემოწმება ყველა რეგიონისა და დედაქალაქის ბაზრებში ყოველდღიურად მიმდინარეობს. ✅ სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და აქტიური კონტროლის შედეგად, დღეის მდგომარეობით, აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მათ შორის, რეგიონებში. ? სურსათის ეროვნული სააგენტო კოორდინირებულად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. ? მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები ბაზრების ადმინისტრაციას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს აცნობენ. ? ამასთან, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის ეტიკეტირება. ? სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. ☎ ცხელი ხაზი: 1⃣5⃣ 0⃣1⃣ ? ფოტორეპორტაჟი აგრარული ბაზრებიდან: https://www.facebook.com/pg/National.Food.Agency/photos/?tab=album&album_id=2834028099966400&__xts__%5B0%5D=68.ARD9FM2736pfq5P7uuHv9KtaPemg2kspps60ufPL2pf-CU5LxLmxPUyiyqQ34sI9TlIMcdwMBVDfEynPgVdWYWkPET4Uh9vNudRXfR8t_ScpZoDzqPp6jJZlABkIFhhcUWL6kIsC6WZe4afI3bs2rSW1oyb2Bda7t58kHplSH28cMyDbzcLtrE7UYr1_i9ZuEolTCTU_nvfYB0zv9oa261CNUgm5376rMFXHBX3kZ_Er8ddzWsNVlB4aW5zRCPys27l5BPdG1sav48qrh82dIpIzd9B5-fHOgOI3SYtnhEJ5YcEG71f9a-sj69RqxRImgNm3aBOKdn4jFwmtSGoAkeflf6UhHqKlPFOaSDZxSkf-uAjlKDYsi9FuD-FvKEecbyvjpuESKP_kp5HGk-eCuZFsPXAmlxbP-oAYS2C6VglmDNaOV83XDBlnpjKYgvMGLJ4ialahwKj_BmXI6m-m&__tn__=-UC-R
0