ონლაინ მაღაზიების ნაწილს მუშაობა აღარ ეზღუდება

0
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობა ონლაინ ვაჭრობას რიგი კომპანიებისთვის აღარ შეზღუდავს. ახალი დადგენილების თანახმად ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი განსაზღვრა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად. დადგენილება განმარტავს დისტანციური მუშაობასაც, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე, სამუშაო ადგილიდან, მათ შორის სამსახურიდან, ოფისიდან სადაც იქნება მაქსიმუმ 5 ადამიანი. ასევე, ახალი დადგენილებით მზა საჭმლის გამოძახების გარდა დასაშვები გახდა უკვე საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, სადაც გაიწერა კონკრეტული კომპანიებისა და საქმიანობის ტიპის ჩამონათვალი. დანართის თანახმად, საქმიანობა არ ეკრძალება: 1. სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერული დამუშავება; 2. შენობებისა და ნაგებობების მშენებლობას (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 3. სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 4. საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 5. თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა 6. სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა); 7. სასტუმროები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის); 8. ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა, საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა), ; 9. ტელერადიო მაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები, სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად); 10. სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად); 11. არქიტექტურული საქმიანობა (დისტანციურად); შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია, სახანძრო მომსახურება, ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად); 12. პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების წარმოება; 13. ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა; 14. სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; 15. საფოსტო და საკურიერო მომსახურება; 16. საგამომცემლო საქმიანობა; 17. სადაზღვეო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად); 19. სარეკლამო სააგენტოს საქმიანობა (დისტანციურად); 20. სააღრიცხვო, საბუღალტრო, სააუდიტო, საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად); 21. საკონსულტაციო საქმიანობები, ბიზნესის მართვა (დისტანციურად); 22. არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად); 23. იურიდიული მომსახურება (დისტანციურად); 24. დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები; 25. სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება; 26. 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები; 27. არბიტრაჟი და მედიაცია; 28. ვაჭრობა კომპიუტერებით.
#კორონავირუსი
#ონლაინგაყიდვები
#ეკონომიკა
#tbilisidaily
0