პეტრას ციხის აღდგენილი ისტორია

0
პეტრა ანუ ქვა ან კლდე, დიახ ასე ითარგმნება ბერძნულიდან პეტრას სახელი. ალბათ იმიტომ შეარქვეს, რომ მისი დასავლეთი ნაწილი სწორედ კლდიანი ფერდობია, რომელიც ეშვება ზღვაში. ციხე-ქალაქი VI საუკუნეში ბიზანტიელებს აუშენებია, თუმცა მანამდე პატარა ციხე ლაზებსაც ჰქონია. ახლა ნანგრევებია, თუმცა იკითხება ციხის გარე დასახლება, შუა საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, საცხოვრებლები, კოშკი, აბანოები და სხვა მნიშვნელობანი შემადგენელი ნაწილის ნაშთები თუ კედლები. 1950-იან წლებში კი მასზე საბჭოთა კავშირმა დააშენა რკინა ბეტონის კონსტრუქციები, სადაც ლიმონარიუმი გააშენეს. იხ ფოტო
ციხეს, რომ დიდი ისტორია აქვს ამას მოწმობს იქ აღმოჩენილი უამრავი მასალა. ერთ-ერთი ვერსიით არის ვეფხისტყაოსანში მოხსენიებული ქაჯეთის ციხეც. ციხეზე რესტავრაცია მიმდინარეობს და კეთილმოეწყობა ბილიკები, განთავსდება კაფეტერია, სველი წერტილი, მუზეუმის ტიპის დარბაზი. ასევე აღდგება ნაწილობრივ ლიმონარიუმი და დაირგვება ხეები. პეტრა მომავალ წელს დასრულებული სახით შეხვდება დამთვალიერებელს. ეწვიეთ აჭარას, ეწვიეთ პეტრას.
#გააჟღერე
Feedc
#მეცნიერება
#ჯანსაღიცხოვრება
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0