რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა
Tbilisi Daily
ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ხვალისთვის სამი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე კვლევის პასუხებს ელოდებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა.
დღეს კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ19“-ით ინფიცირებული 31 პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთი პაციენტი ისევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
ხვალ კორონავირუსზე 10 პირისთვის აღებული ტესტების პასუხები გახდება ცნობილი.