"ბათუმის წყლის” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბათუმის 20 ქუჩაზე ერთი ღამით წყალმომარაგება შეწყდება. წყალი 8 იანვარს, საღამოს 21:00 საათიდან გაითიშება და 9 იანვრის 09:00 საათამდე არ იქნება.
წყალი გათიშული იქნება შემდეგ ქუჩებზე:
ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, შოთა რუსთაველის ქუჩა, დავით კლდიაშვილის ქუჩა, ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა, ფარნავაზ მეფის ქუჩა, ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩა, ლუკა ასათიანის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ჰადარ აბაშიძის ქუჩა, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა, მეტაქსას ქუჩა, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, ვახტანგ გორგასალის ჩიხი და მურად ხინიკაძის ქუჩა.
“წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში გქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში." - წერია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში