ბათუმში თოჯინების თეატრი გასულ საუკუნეში, 1936 წელს გაიხსნა. მართალია, მაშინ ჯერ კიდევ "ტიკინების თეატრი" ერქვა. თეატრი ადრეც არსებობდა, სამოყვარულო დონეზე, მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან კი მას ორგანიზებული სახე მიეცა. თუმცა, ასეთი ფორმით თეატრმა მხოლოდ ორი წელი იარსება.
საქმე ისაა, რომ თეატრს ფინანსურ მხარდაჭერას სამუსლიმანო საზოგადოება უწევდა, რომელსაც მემედ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. პოლიტიკურ ნიადაგზე თეატრი დახურეს, 1980 წელს კი თეატრმა ისევ განაახლა საქმიანობა.
პირველი სპექტაკლი, რომელიც თოჯინების თეატრში შეასრულეს მანამ, სანამ თეატრს დახურავდნენ, გრიგოლ კოსტავას "კაკოს ოინები" იყო. თოჯინებს ადგილზევე, ბათუმში ამზადებდნენ. დახურვამდე მოასწრეს, დაედგათ "კაცია-ადამიანი?!", "ჯადოსნური ფლეიტა" და რამდენიმე სხვა წარმოდგენაც.
ბოლო წლებში კი თეატრი განაახლეს, თეატრმა უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო და რეგიონულ ფესტივალსაც. თეატრი ელოდება ყველა ასაკის მაყურებელს, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდებს. თუ გინდათ, თოჯინების მიერ გაცოცხლებული წარმოდგენები თქვენი თვალით ნახოთ, ეწვიეთ მათ მემედ აბაშიძის
#49
-ში.
#თოჯინებისთეატრი
#ბათუმი
#BATUMIDAILY