პაატა იმნაძე: იანვრის განმავლობაში გვინდა ყოველდღიურად 20 000 ტესტი ვაკეთოთ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია მიმდინარე თვის, იანვრის განმავლობაში ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდეს. ”რაც მეტს გამოვავლენთ და რაც მთავარია, რაც მეტს გამოვავლენთ უსიმპტომოს და ნაკლებადსიმპტომიანს, მით უფრო კარგად შევხვდებით იმ პერიოდს, როცა ქვეყანა გაიხსნება და მოიხსნება არსებული შეზღუდვები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. მისი თქმით, მიმართვიანობის არსებობის შემთხვევაში, ყველანაირი მაჩვენებლით დღეში 20 000 ტესტის გაკეთება შესაძლებელია: „ეხლა უსიმპტომო ადამიანსაც შეუძლია მივიდეს და გაიტესტოს. ძალით ძნელია ვიღაცა მიიყვანო და გატესტო, დღეს ქვეყანაში აბსოლუტურად რეალური შესაძლებლობაა და გაგვიკეთებია, იყო ხოო, 20-21 000 ტესტი დღეში ჩატარებულა პრობლემების გარეშე. დღესაც შეგვიძლია ამდენი ტესტის ჩატარება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 15 492 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1612 შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 235 491 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 28 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2694-მდე გაიზარდა. 419-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 223 695. https://www.radiotavisupleba.ge/a/31037285.html #ახალი_ამბები #twitter