იაპონიამ კოვიდ-19-ის სამკურნალოდ პრეპარატის გამოცდა დაიწყო

Headline

იაპონიამ „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით პრეპარატ „ფავიპირავირის“, იგივე „ავიგანის“ გამოცდა დაიწყო. ცდებს კამერების მწარმოებელი კომპანია „ფუჯიფილმი“ ატარებს. ეს არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ვირუსს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ის დამტკიცებულია იაპონიაში გრიპის სამკურნალოდ, თუმცა ხშირად არ გამოიყენება. მკვლევრები ამბობენ, რომ „ავიგანმა“ „რემდესივირის“ მსგავსი ეფექტი ვერ აჩვენა. ასევე, პრეპარატის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს რადგან ის ნაყოფს აზიანებს. ლიდსის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით, წერენ, რომ სამკურნალო საშუალებად დამტკიცების შემთხვევაში, წამლის გამოყენება სავარაუდოდ არ იქნება ხელსაყრელი ორსულობის დროს, ბავშვებში და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. წყარო - BBC #coronavirus #covid19 #corona #headline e