კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით - პაატა იმნაძე

0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ , , ცხელების ცენტრების” შექმნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მათ შორის მედიკოსების მხრიდანაც. იმნაძე ექიმებს მოუწოდებს საკითხს პროფესიონალურად მოეკიდონ. მისივე თქმით, მედიკოსებმა უნდა შეძლონ ტრიაჟის ჩატარება და იმის გარკვევა, თუ რა ფაქტორებითაა გამოწვეული პაციენტების ტემპერატურა. , , ე.წ. ცხელების ცენტრებზე დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, ჩემი კოლეგების ნაწილიც ძალიან შეშფოთდა ამ „ცხელების ცენტრებზე“ და კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით. ეს ყველას არ ეხება, ძალიან ცოტა იყო ასეთი მე როგორც ვიცი, მაგრამ იმიტომ ხართ ექიმები და იმიტომ მუშაობთ იქ, რომ ცხელებიან ავადმყოფს როდესაც მიიღებთ მერე, ცოტა ტრიაჟი უნდა ჩაატაროთ, რომ გამოიკვლიოთ ეს ცხელება რითია გამოწვეული, იქნებ უბრალოდ ინერვიულა ადამიანმა, იქნებ ინფარქტი აქვს ადამიანს და სიცხემ მოუმატა, ეს ხომ არ არის აუცილებლად კორონავირუსით გამოწვეული სიცხე. სანამ დავასახელებდე იმ ექიმეს ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს პროფესიას მოეკიდოთ პროფესიონალურად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
#პაატაიმნაძე
#ცხელებისცენტრები
#ტრიაჟი
#ჯანდაცვა
#კორონავირუსი
#tbilisidaily
y
0