აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დამატებითი განმარტება - პოლიტიკური შეფასებები

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აშშ-ის საბიუჯეტო კანონპროექტში დაზუსტდა საქართველოსთან დაკავშირებული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარების სრულად მისაღებად. კრიტერიუმების ჩამონათვალს დაემატა - ოლიგარქების არაფორმალური მმართველობის ზეგავლენების შეზღუდვასთან თუ საარჩევნო რეფორმის ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ტექსტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს და ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო მდივანის შეფასებებზე - დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს. როგორ აფასებენ დეპუტატები ამერიკულ კანონპროექტს?