პირს, რომელსაც მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლება არ აქვს

0
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ გატარებული დადგენილების თანახმად პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. მოქალაქეებს ტემპერატურას ქალაქებთან მოწყობილ სპეციალურ ბლოკ-საგუშაგოზე უზომავენ. ხოლო, ავტომობილის ის მგზავრები, რომლებსაც ტემპერატურა არ ექნებათ, უწყების თქმით, ისინი დროებით, ტესტის პასუხებამდე, იზოლაციაში იქნებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, 37.5 და ზევით ტემპერატურა, მედიკოსებისთვის უკვე განგაშის სიგნალია, მოქალაქე კვლევისთვის კლინიკაში გადაიყვანონ.
#კორონავირუსი
#მგზავრობა
#თვითიზოლცია
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0