დავით ზალკალიანის განცხადებით, მობილიზებულია აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები

0
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოებს აშშ-ში მობილიზებული ჰყავთ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმები, რათა იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პირველადი დახმარება აღმოუჩინონ და კონსულტაცია გაუწიონ. „ვისაუბრეთ იმ მექანიზმებზე, რაც გააჩნია საქართველოს წარმომადგენლობებს ვაშინგტონში და ნიუ-იორკში, რათა ჩვენს მოქალაქეებს აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება, მათ შორის, კონსულტაციების სახით. მობილიზებული გვყავს ე.წ. „ფრილანსერი“ ექიმები, ასევე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები. მათი მხრიდან მიღებული ინფორმაცია ძალიან სასარგებლოა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან აშშ-ში საკუთარ მოქალაქეებსაც სახლის პირობებში უწევენ კონსულტაციას და მკურნალობას. მსგავსი სახის კონსულტაციები საელჩოს და საკონსულოების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
#აშშ
#დავითზალკალიანი
#საგარეოუწყება
#საელჩო
#tbilisidaily
0