ჩინეთის კომუნისტური პარტია ტყუოდა, ტყუის და გააგრძელებს ტყუილის თქმას...

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140534 ჩინეთის კომუნისტური პარტია ტყუოდა, ტყუის და გააგრძელებს ტყუილის თქმას კორონავირუსის შესახებ რეჟიმის მხარდასაჭერად - ამერიკელმა სენატორმა ბენ სასმა, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ბრალი დასდო სიცრუესა და „ბინძურ პროპაგანდაში“ კორონავირუსის აფეთქების შესახებ. აღნიშნული განცხადება, რესპუბლიკელმა სენატორმა, ამავე დროს სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, მას შემდეგ გააკეთა, რაც Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ დაზვერვის მასალები თეთრს სახლს გადაეცა გასულ კვირაში. „საიდუმლო ინფორმაციის შესახებ კომენტარის გარეშე ვიტყვი, რომ სავსებით ცხადია: ჩინეთის კომუნისტური პარტია ტყუოდა, ტყუის და გააგრძელებს ტყუილის თქმას კორონავირუსის შესახებ რეჟიმის მხარდასაჭერად“, თქვა სასმა. „ბინძური პროპაგანდა“ არ უნდა მიიღოს სერიოზულად ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა თუ ამერიკელმა ეპიდემიოლოგებმა, რომლებიც დაამარცხებენ ამ საზარელ ვირუსს, " - განცხადა სენატორმა.
0