პაატა იმნაძის განცხადებით, COVID 19-ის სისხლით გადაცემის პრეცენდენტი არ გამოვლენილა

0
პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ გამოვლენილა. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, COVID19-ზე სისხლის ბანკებში დონორების მიერ ჩატარებული სისხლი მკაცრად მოწმდება. „ჯერჯერობით სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ მოიძებნა, ყოველ შემთხვევაში, რაც ლიტერატურაში მოიკვლიეს. ყველა დონორი, სანამ სისხლს აუღებენ, კორონავირუსთან დაკავშირების გარეშეც, ძალიან მკაცრ შემოწმებას გადის, ” - განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, ეს შემოწმება გულისხმობს სისხლის დონორის დეტალურ გამოკითხვას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ შეფასებასა და სიცხის გაზომვას. , , რაც კორონავირუსი გავრცელდა, ამას დაემატა დამატებითი კითხვები იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც სისხლს აბარებს“, — აღნიშნა პაატა იმნაძემ.
#პაატაიმნაძე
#სისხლისბანკი
#დონორი
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0